აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 1 აპრილი აბაშა |
|
2. მერიის სტატისტიკის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტატისტიკის წარმოებას.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.
2. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სტატისტიკის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სამსახურის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, მომზადებას და დამუშავებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრებებში მონაწილეობის, სათანადო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრებას, დამუშავებას, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
დ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარებას;
ე) სტატისტიკური დაკვირვებებისა და კვლევების განხორციელებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დარგობრივი განვითარების სტატისტიკის წარმოებას და ანალიზს, დასკვნებისა და წინადადებების შემუშავებას;
კ) წლის შედეგების მიხედვით, განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რისკების დადგენას და გათვალისწინებას მომავალი წლისათვის;
ლ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების დადგენასა და ანალიზს;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.