შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330216918002779087
№2/36988-18
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
2019 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „საქგეოსერვისი“
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „საქგეოსერვისის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი;
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს „საქგეოსერვისის“ ხელმძღვანელობაზე (წარმომადგელობაზე) უფლებამოსილი კომპანიის შპს „რეაბილიტაციის“ დირექტორმა თამარ მუმლაძემ, რომლითაც მოითხოვა შპს „საქგეოსერვისის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რაც 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით სასამართლომ მიიღო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, კალისტრატე მგელაძის (კრედიტორის) კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო 27 მარტის განჩინებით გიორგი გრძელიძის (კრედიტორი) კერძო საჩივარი 2019 წლის 14 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და კანონის შესაბამისად, დადგინდა კერძო საჩივრების საქმის მასალებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაგზავნა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.
კრედიტორთა კრება 2019 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით გადაიდო 2019 წლის 2 აპრილს 12:00 საათზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალები კერძო საჩივრებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაიგზავნოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, შპს ,,საქგეოსერვისის’’ კრედიტორთა კრება უნდა გადაიდოს სხვა დროისთვის იგივე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2019 წლის 22 აპრილს 13:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა; მომრიგებელი საბჭოს არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №42).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე.