შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330216918002741809
№2/34505-18
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
2019 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე):ლევან მიქაბერიძე
განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ „შემოსავლების სამსახური“
მოვალე – შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედის’’ დირექტორმა ირაკლი გაწერელიამ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება. სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, განცხადებაზე ხარვეზის შევსების შემდეგ შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედს’’ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 29 ოქტომბერს.
2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რაც საბოლოოდ განმცხადებელმა შეავსო 2019 წლის 9 იანვარს. განცხადება 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით სასამართლომ მიიღო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
კრედიტორთა კრება 2019 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით გადაიდო 2019 წლის 3 აპრილს 13:00 საათზე, თუმცა მოსამართლის მივლინებაში ყოფნის გამო შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრება ამ დროს ვერ შედგება, რის გამოც უნდა გადაიდოს სხვა დროისთვის იმავე დღისწესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 22 აპრილს, 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე.