შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე № 2/2253-15 |
|
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ |
|
2019 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „წყალკანალი XXI”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „წყალკანალი XXI”-ის მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „წყალკანალი XXI”-ის კრედიტორთა კრება კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების, გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „წყალკანალი XXI”-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
1.2. გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 23 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „წყალკანალი XXI”-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 28.03.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2253-15.
- სად არის „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს „წყალკანალი XXI“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2253-15, 28.03.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4526342/