საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროკურატურის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №1
2019 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს –
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს –
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო –
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილებები
საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებასა და/ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პროკურატურის ამოცანების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა და კომპეტენცია
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი.
2. საბჭოს შემადგენლობას, საქმიანობის წესს და კომპეტენციის ფარგლებს, განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნენ, როგორც პროკურატურის თანამშრომლები, ისე სხვა პირები, მათ შორის, სისხლის სამართლის დარგის უცხოელი ექსპერტები/სპეციალისტები.