საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №008 |
|
2020 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს დებულება
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფის, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრისა და სრულყოფის, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები.
1. საბჭოს სხდომებს იწვევს და წარმართავს, სხდომის ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია, საბჭოს სხდომაზე მოითხოვოს დღის წესრიგში ცვლილების შეტანა.
2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ ან/და საბჭოს წევრთა 1/4-ის მოთხოვნით, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით.
3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს.
5. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო. ოქმს ხელს აწერენ სამდივნოს წარმომადგენელი და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.
6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, სათანადო დასაბუთებით არ დაეთანხმოს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციას.
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გასცეს რეკომენდაციები საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის საკითხებზე;
ბ) პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე, გასცეს რეკომენდაციები განვითარების გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრის, ასევე გეგმებისა და პროგრამების სრულყოფასთან დაკავშირებით;
გ) გასცეს რეკომენდაციები საქართველოს პროკურატურის განვითარების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადების შესახებ;
დ) განიხილოს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, გასცეს რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
2. შესაბამის საკითხს საბჭოს განსახილველად წარუდგენს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს საბჭოს.
3. საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომას შესაძლოა დაესწროს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროკურატურის თანამშრომელი, სხვა დაწესებულების წარმომადგენელი ან/და შესაბამისი დარგის (საკითხის) მოწვეული ექსპერტი.
4. შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით.
საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო, ხოლო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.
|
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე