საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №009 |
|
2022 წლის 4 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის (სამმართველო) დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო) (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს მუშაობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
სამმართველს ამოცანებია:
ა) პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული განვითარება და განგრძობადი პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
ბ) პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
სამმართველო დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტრატეგიის, ასევე პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას და მის შესრულებას;
გ) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევას, ანალიზს, განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
დ) განგრძობადი განათლების ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთათვის პროფესიული სასწავლო პროგრამების შექმნას;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრენინგკომპონენტების ფარგლებში, სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და ხელმძღვანელობას;
ვ) სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თანამშრომლობას;
ზ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
თ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად;
ი) კონკურსებისა და პროკურატურის საკვალიციკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილების მიღებას;
კ) ტრენინგების, ტესტირებების და შესაბამისობის გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას;
ლ) ტრენერთა შერჩევის, ტრეინინგის ექსპერტებისა და ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადების და გადამზადების პროცესების ორგანიზებას;
მ) დამხმარე, მეთოდოლოგიური, სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ცალკეული სტანდარტების შემუშავებას და განვითარებას;
ნ) რეკომენდაციების შემუშავებას პროკურატურის თანამშრომელთა კარიერული განვითარების თაობაზე.
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებების შესრულებას;
ვ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ლ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ;
მ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ნ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს სამმართველოს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული პროექტების თაობაზე, თავის დასკვნას წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ვ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) სამმართველოში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას;
თ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებას;
კ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ლ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
1. სამმართველოში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) მრჩევლები;
ბ) სპეციალისტი;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, სამმართველოს ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
|