საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №017 |
|
2022 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულება
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი დროებითი სათათბირო ორგანო.
2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
4. საბჭო ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.
საბჭო განიხილავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის საფუძველზე მიღებული შეფასების შედეგების თაობაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა საჩივრებს.
1. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და საბჭოს მდივარი.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
1. პროკურორი ან/და პროკურატურის გამომძიებელი შეფასების შედეგების გაცნობიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საბჭოს.
2. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია საბჭოს ელექტრონული ფოსტის rate@pog.gov.ge მეშვეობით.
1. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ.
2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საჩივრები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და შეისწავლოს ის მასალები, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა საჩივრის ავტორის კომპეტენციის ზღვარი.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.
5. საბჭო საჩივარს განიხილავს და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.
6. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილნი არიან ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწრონ საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.
7. საბჭოს გადაწყვეტილება, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს მდივანი და ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს –კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №017. სარეგისტრაციო კოდი — 110060080.70.082.016089.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №017, 18.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016089 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5467432/