საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
110060010.70.082.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №1

2019 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე



საქართველოს გენერალური პროკურორის  სათათბირო ორგანოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი)  სათათბირო ორგანო – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.

2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებასა და/ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან  დაკავშირებით პროკურატურის ამოცანების სწრაფად და  ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა და კომპეტენცია

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი.

2. საბჭოს შემადგენლობას, საქმიანობის წესს და კომპეტენციის ფარგლებს, განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნენ, როგორც პროკურატურის თანამშრომლები, ისე სხვა პირები, მათ შორის, სისხლის სამართლის დარგის უცხოელი ექსპერტები/სპეციალისტები.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 110060010.70.082.016001.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1, 02.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4527113/