1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ:
ა) საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს. განხილვას შეიძლება ესწრებოდეს საერთო კრების რჩეული;
ბ) დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალური პროგრამები, დასახლებათა საზღვრების ცვლილების საკითხები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ განიხილონ დასახლების შესაბამის საერთო კრებასთან;
გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები, ამასთან საერთო კრებების ორგანიზებისთვის და ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი სახსრები არ შეიძლება იყოს წინა წელზე გამოყოფილ სახსრებზე ნაკლები;
ბ) უზრუნველყოს ტექნიკური და პროგრამული პლატფორმის შექმნა რჩეულებისთვის საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიცირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის მიმართულები