1. უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით:
ა) აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი და მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო;
ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ გასულია იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური თანამდებობრივი სარგო.
3. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პირს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა და ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა კომპენსაცია აღნიშნული ვადის შესაბამისა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
თავი II — უმაღლესი საბჭოს წევრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ვადების ათვლის წესი
- მუხლი 6. უმაღლესი საჭოს წევრის მანდატი
- მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
- მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის
- მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები
- მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო
- მუხლი 15. დახმარება უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
- მუხლი 16. ოლქის დელეგატის წარმომადგენელი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 11, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-11/