1. მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი იმავე კანონის  №1 დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში, რომლის დელეგატად მიიჩნევა იგი.

2. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამისი ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ფრაქცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025