1. უმაღლესი საბჭო პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში (შემდგომ – უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციანი ჯგუფი).
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ.
5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი. ამ მუხლით დადგენილი პროცედურის მიმდინარეობისას სხდომაზე დაუშვებელია კამათის გამართვა.
6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.
8. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
9. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
10. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.
11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 18. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
თავი III — უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები
- მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო
- მუხლი 15. დახმარება უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
- მუხლი 16. ოლქის დელეგატის წარმომადგენელი
- მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
- მუხლი 191. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა
- მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო
- მუხლი 21. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
- მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 18, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-18/