1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.
5. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.
6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.
7. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მომდევნო სესიაზე განიხილება.
8. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია.
9. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
10. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი იმავე სესიაზე განხილვა დაუშვებელია.
11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭო, 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 21. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
თავი III — უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 დღის ვადაში
- ვადა 15 დღის ვადაში
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ოლქის დელეგატის წარმომადგენელი
- მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 18. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
- მუხლი 191. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა
- მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო
- მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
- მუხლი 23. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 25. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
- მუხლი 26. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 21, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-21/