1. უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.
6. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
7. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.
9. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 23. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
თავი III — უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
- მუხლი 191. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა
- მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო
- მუხლი 21. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
- მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
- მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 25. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
- მუხლი 26. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
- მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება
- მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 23, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-23/