1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის უმაღლესი საბჭოს წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. კომიტეტი უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მუდმივი სუბიექტია.
2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია:
ა) აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა;
დ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
3. უმაღლესი საბჭო ახალი კომიტეტის შექმნის ან/და არსებულის გაუქმების/დასახელების ცვლილების საკითხს წყვეტს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
4. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
5. კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
თავი V — უმაღლესი საბჭოს კომიტეტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
- მუხლი 23. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 25. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
- მუხლი 26. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
- მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება
- მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 30. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 31. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 32. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 28, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-28/