1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბიურო, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას გადადგომის შესახებ უმაღლესი საბჭოს კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
5. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება შესაბამისი ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
თავი V — უმაღლესი საბჭოს კომიტეტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება
- მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
- მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 30. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 31. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 32. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 34. კომიტეტის დებულება
- მუხლი 35. კომიტეტის სხდომა
- მუხლი 36. კომიტეტების ერთობლივი სხდომა
- მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
- მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 33, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-33/