1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა.
2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკონსულო ოლქის შემოვლის თაობაზე, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელსა და დირექტორატს.
21. დირექტორატი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ.
3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1398
- 02.05.2014 კანონი №2377
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. საკონსულო ოლქის შემოვლა 1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა. 2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას , განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლის თაობაზე, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს და საკონსულო დეპა დირექტორამენტს. 21. საკონსულო დეპაირექტორამენტი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ. 3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.