1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;
ბ) მრავალპარტიულობა;
გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
დ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;
ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;
ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;
ზ) საჯაროობა;
თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
2. უმაღლესი საბჭო მუშაობს ქართულ ენაზე.
3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით:
ა) უმაღლესი საბჭოს პლენარული/რიგგარეშე და ბიუროს სხდომების/სესიების შესახებ ინფორმაცია, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სხდომის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ასევე უნდა მიეთითოს სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) დაუშვებელია, უმაღლესი საბჭოს შენობაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ, ბიუროს და კომიტეტების სხდომებზე მედიის წარმომადგენლების დაშვების შეზღუდვა, გარდა სხდომების ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დახურვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები
- მუხლი 5. ვადების ათვლის წესი
- მუხლი 6. უმაღლესი საჭოს წევრის მანდატი
- მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
- მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის
- მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
- მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები
- მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 2, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-2/