1. კომიტეტი აკონტროლებს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში, უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.
2. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს უმაღლესმა საბჭომ. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებისთვის. საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენისთვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:
ა) უმაღლესი საბჭოს შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების შეტანის დავალება შესაბამისი კომიტეტისათვის;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
თავი V — უმაღლესი საბჭოს კომიტეტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 34. კომიტეტის დებულება
- მუხლი 35. კომიტეტის სხდომა
- მუხლი 36. კომიტეტების ერთობლივი სხდომა
- მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
- მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები
- მუხლი 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება
- მუხლი 41. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება
- მუხლი 42. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
- მუხლი 43. კომიტეტის აქტები
- მუხლი 431. კომიტეტის სამოქმედო გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 39, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-39/