1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია.
3. საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია მოიცავს ამ რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ საპროცედურო მოთხოვნებთან კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის მსვლელობის შესაბამისობის საკითხებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 87. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 81. ხმის მიცემა
- მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა
- მუხლი 83. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა
- მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
- მუხლი 85. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
- მუხლი 86. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
- მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 89. საკანონმდებლო წინადადება
- მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი
- მუხლი 91. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
- მუხლი 92. ალტერნატიული კანონპროექტი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 87, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-87/