1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. უმაღლესი საბჭოს ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს, ხოლო სურვილის შემთხვევაში – ფრაქციას), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.
5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მოწვეულ უნდა იქნეს მისი ავტორი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აფერხებს კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვას. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.
6. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
7. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და უმაღლესი საბჭოს მორიგ სესიებს შორის პერიოდი.
8. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.
9. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
10. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.
11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 89. საკანონმდებლო წინადადება
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 74. საკანონმდებლო წინადადება
- მუხლი 104. ალტერნატიული წინადადება
- მუხლი 78. ალტერნატიული წინადადება
- მუხლი 100. საკანონმდებლო წინადადება
- მუხლი 90. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 70. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 83. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა
- მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
- მუხლი 85. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
- მუხლი 86. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
- მუხლი 87. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა
- მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი
- მუხლი 91. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
- მუხლი 92. ალტერნატიული კანონპროექტი
- მუხლი 93. ალტერნატიული წინადადება
- მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 89, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-89/