1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრს.
2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე, ხოლო კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვისას ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.
4. ალტერნატიული წინადადების, რომელსაც არ ეთანხმება ინიციატორი, უმაღლესი საბჭოს მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, ინიციატორს უფლება აქვს უარი თქვას კანონპროექტზე. ამ შემთხვევაში, კანონპროექტის ინიციატორი ხდება ალტერნატიული წინადადების ავტორის მიერ განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირი, ამ პირის თანხმობის შემთხვევაშ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 93. ალტერნატიული წინადადება
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 87. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა
- მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 89. საკანონმდებლო წინადადება
- მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი
- მუხლი 91. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
- მუხლი 92. ალტერნატიული კანონპროექტი
- მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
- მუხლი 95. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
- მუხლი 96. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
- მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება
- მუხლი 98. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 93, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-93/