„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №167 |
|
2019 წლის 8 აპრილი ქ.თბილისი |
„მუხლი 4.
პირს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტისადმი ერთობლივი ან/და ინდივიდუალური წარდგინებით მიმართვამდე, დასაჯილდოებელი პირის შესახებ დასკვნის წარმოსადგენად მიმართოს შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.“.
|