2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №189 |
|
2019 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – საბჭოს წევრი;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – საბჭოს წევრი.
|
1. ეს დებულება განსაზღვრავს 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
1. საბჭოს ამოცანაა:
ა) 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება;
გ) 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა.
1. საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს.
4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს საბჭოს მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას.
5. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.
6. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
7. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
8. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
9. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.
10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
11. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი.
2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება