გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2019
matsne.gov.ge 313 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:596.0pt 842.0pt; margin:21.0pt 37.0pt 14.0pt 37.0pt;} div.Section1 {page:Section1;} გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №87 2019 წლის 12 აპრილი ქ . გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი. რადგან სწორედ 2008 წლის აგგვისტოს ომის შემდეგ შინდისმა დაიმკვიდრა ისტორიული სახელი , გამზირისთვის ახალი სახელის დარქმევით ხაზი გაესმევა საქართველოს გმირების უკვდავყოფას. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი, რომლის   კოორდინატებია:  საწყისი კოორდინატები: X-424059;  Y-4651853; საბოლოო კოორდინატები: X-425565; Y-4648686. სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე -7  მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო . საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის , 24-ე მუხლის 1- ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: X-424059; Y-4651853; საბოლოო კოორდინატები: X- 425565; Y-4648686, ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი. 2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                                            დავით რაზმაძე