შპს ,,ენერჯი პაუერის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/2 7656-18
განჩინება
საქართველოს სახელით
2019 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი.
მოვალე – შპს ,,ენერჯი პაუერ”
დირექტორი – ზაზა ოსაძე.
წარმომადგენელი – დავით ბერძული.
კრედიტორი – სსიპ –შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – ნინო სოხაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,ენერჯი პაუერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 7-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კი კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.
2019 წლის 29 მარტის კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭო დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან ქავთარაძე (პ/ნ 01024078490), ალექსანდრე ციცვიძე (პ/ნ 54001054479) და თორნიკე ართმელაძე (პ/ნ 37001055059).
2019 წლის 10 აპრილს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შპს ,,ენერჯი პაუერის“ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ენერჯი პაუერის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 23 აპრილს 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე