სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-84/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი ს

ბრძანება №02-84/ო

2019 წლის 2 აპრილი

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად , ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრზე“ (ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე №4 (ნაკვეთი №012/011) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი:

შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრზე“ (ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე №4 (ნაკვეთი №012/011) დირექტორის გ. ლოლაძის განცხადებები: №26501, 25.02.2019 წ.; №25605, 22.02.2019 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №205-21, 26.03.2019 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №9 01.04.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                             პაატა ბუკია