სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი ს
ბრძანება №02-85/ო
2019 წლის 2 აპრილი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად , ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „პათოლოგიის კვლევით ცენტრზე“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №5 (ნაკვეთი №6/18)) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს „პათოლოგიის კვლევითი ცენტრის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა № 5, (ნაკვეთი № 6/18)) დირექტორის
ა. მარიამიძის განცხადებები: №17643, 08.02.2019წ.; №19491, 12.02.2019წ.; №199 01 12.02.2019წ.; №26591, 25.02.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №202-20, 25.03.2019 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №9 01.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია