უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-145/ო
2019წლის 12აპრილი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება:
1. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ” ფილიალის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. № 85/83ა) ნაცვლად, დაფიქსირდეს სს „ევექსის ჰოსპიტლების ” ფილიალი (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85/83ა) და მიეცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის“ განხორციელების უფლება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების ” უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადებები: № 40795, 25.03.2019წ., № 45801, 02.04.2019წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი პაატა ბუკია