„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№80/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017704
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №80/ნ

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26.09.2005 წ., ს/კ: 040.030.000.22.022.007.724) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-6 მუხლის:

ა) მე-6 – მე-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

7. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა).

8. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს/ გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 – მე-12 პუნქტები:

„9. დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ან დირექტორის არჩევამდე/დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი.

10. დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის/უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი ერთ თვეზე მეტი ვადით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, საჭიროებს მართვის სისტემაში რეგისტრაციას, ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში წინა რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით დანიშნული პირი, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებს, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება  დირექტორის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

12. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს წესი გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედების დღისათვის მოქმედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებზე და შრომის ანაზღაურება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით,   განხორციელდეს  ბრძანების ამოქმედების დღიდან.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი