შპს „ლეა & ნიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3240-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3240-17

განჩინება

საქართველოს სახელით

რედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის  18 აპრილი 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი-კრედიტორი – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს „ლეა & ნია“

დირექტორი – გიორგი ბოქოლიშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე – შპს „ლეა & ნიას“ მიმართ.

სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამთა მაჭარაშვილის განცხადების საფუძველზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა რიგგარეშე კრება 2019 წლის 18 აპრილს, 13:00 საათზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 18 აპრილს კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ იყო წარმოდგენილი კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%, რის გამოც კრედიტორთა კრება შეწყდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 2 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) სხდომის დარბაზი №51 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  გაკოტრების მმართველის ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და კრედიტორთა მხრიდან გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო მასიდან სადავო ქონების ამორიცხვის, მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

1.2. გაკოტრების პროცესის მიმდინარეობის შესახებ სხვადასხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                     თამარ ჭუნიაშვილი