ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2019
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 870 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.03.2022 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.11.2022 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 08.04.2021 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.12.2023 კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2019 წლის 23 აპრილი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე  სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „სპორტის შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად: მუხლი 1🔗 დაწესდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე  სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მუხლი 1🔗. პირები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე დადგენილება 1.  ფულადი ჯილდო გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს. 2.  ფულადი ჯილდო აგრეთვე გადაეცემა იმ მწვრთნელებს, რომლებიც სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ ყვარლის მუნიციპალიტეტში და რომელთა მიერ მომზადებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული   საპრიზო ადგილები. მუხლი 2🔗. ფულადი ჯილდოს  ოდენობის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით დაწესდეს  ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით: 1. ოლიმპიური თამაშები: ა) პირველი ადგილი – 10 000 ლარი, მწვრთნელი – 5 000 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 7 000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი; გ) მესამე ადგილი –  5 000 ლარი; მწვრთნელი – 2 500 ლარი. 2. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 7000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი; ბ) მესამე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი; 3. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები: ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი; გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი; 4. მსოფლიო პირველობა, ჭაბუკები და გოგონები (16 წელი და ზემოთ): ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი –1500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი –1000 ლარი; გ)მესამე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი; 5. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 6000 ლარი, მწვრთნელი – 3000 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი –  2000 ლარი; გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი; 6. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები: ა) პირველი ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი –2000 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი –  1250 ლარი; გ) მესამე ადგილი –1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი. 7. ევროპის პირველობა, ჭაბუკები და გოგონები (16 წელი და ზემოთ): ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი –  1000 ლარი; გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი. 8. საქართველოს პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 1250 ლარი, მწვრთნელი – 625 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 850 ლარი, მწვრთნელი –  425 ლარი; გ) მესამე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 325 ლარი. 9. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები: ა) პირველი ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი –  200 ლარი; გ) მესამე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 175 ლარი. 10. საქართველოს პირველობა, ჭაბუკები და გოგონები: ა) პირველი ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;  ბ) მეორე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი –  175 ლარი; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი. 11. არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს ფულად ჯილდოებს  გადასცემს მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. პირველობა ვეტერანებს შორის (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში) 12. მსოფლიო პირველობა: ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი; გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი. სპორტის გუნდური სახეობები: 13. საქართველოს ჩემპიონატი, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 5400 ლარი, მწვრთნელი – 2700 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 3700 ლარი, მწვრთნელი – 1850 ლარი; გ) მესამე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი. 14. საქართველოს ჩემპიონატი, ახალგაზრდები: ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი; გ) მესამე ადგილი – 1700 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი. 15. საქართველოს ჩემპიონატი, ჭაბუკები და გოგონები; ა) პირველი ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 1700 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი; გ) მესამე ადგილი – 1300 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ტურნირები 16. უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი –1250 ლარი, მწვრთნელი – 625 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი; გ) მესამე ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი. 17. ახალგაზრდები: ა) პირველი ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 325 ლარი; გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი; 18. ჭაბუკები და გოგონები: ა) პირველი ადგილი – 600 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი. გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი. მუხლი 3🔗. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ 1. გადაწყვეტილებას ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გადაცემის თაობაზე იღებს ყვარლის მუნიციპალიტეტი. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიმღებმა პირმა უნდა წარუდგინოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებას სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და ამ წესის მეორე მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა.