საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2019
ძალის დაკარგვა 01.05.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 310040010.55.067.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,135 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2019 მიღება
01.05.2020 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერა
თევზჭერა, რომელიც უკანონოა, არადეკლარირებული და დაურეგულირებელია, კერძოდ,
მუხლი 2
არალეგალური თევზჭერა
თევზსაჭერი გემების მიერ, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ საზღვაო წყლებში განხორციელებული უნებართვო თევზჭერა ან/და სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ საზღვაო წყლებში თევზჭერისათვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა
მუხლი 2
არადეკლარირებული თევზჭერა
თევზჭერა, რომელიც არ არის დეკლარირებული ან დეკლარირებულია დადგენილი წესების დარღვევით
მუხლი 2
დაურეგულირებელი თევზჭერა
თევზჭერა, რომელიც ხორციელდება, დროშის გარეშე თევზსაჭერი გემების მიერ, ან იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელიც არ არის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი, ისე, რომ, არ შეესაბამება ან არღვევს ამ ორგანიზაციის კონსერვაციისასა და მართვის ქმედებებს
მუხლი 2
თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახის საზღვაო რეწვისთვის. რეწვის იარაღი
არის თევზსაჭერი გემის განუყოფელი ნაწილი
მუხლი 2
ტრანსპორტირება
ნიშნავს ყველა სახით თევზის პროდუქტის გადატვირთვას სხვა გემზე
მუხლი 2
რეგიონალური თევზჭერის მართვის ორგანიზაცია (RFMO) (შემდეგში რეგიონალური ორგანიზაცია)
საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღიარებული სუბრეგიონალური ან რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული საზღვაო რესურსების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებების გატარებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №02 2019 წლის 25 აპრილი ქ. ბათუმი საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ პირველი მუხლის, მე-8, მე-12, მე-13 და 29-ე მუხლების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანების მე-11 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები.“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ პრეამბულა არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერა წარმოადგენს საზღვაო ეკოსისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხეს. ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, თევზის მარაგის მდგრადი და გონივრული მართვის მნიშვნელობის გათვალისწინებით და სავაჭრო ურთიერთობებში ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს თევზის მეურნეობის მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას, გაატაროს ეფექტური ზომები თევზჭერის საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს ზღვის ცოცხალი რესურსების გრძელვადიანი კონსერვაცია და  მდგრადი გამოყენება გაეროსა (UN) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ძირითადი ინსტრუმენტების შესაბამისად, და უზრუნველყონ ურთიერთანამშრომლობა არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ზომების გამოყენებით. ასევე, განახორციელოს პოლიტიკა და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი  პროდუქცია არ მოხვდეს სავაჭრო მიმოქცევასა და შესაბამის ბაზრებზე.  არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ზომების გატარება მიზნად ისახავს დროშის სახელმწიფოს როლის გაძლიერებას და უზრუნველყოფს სახელმწიფომ გააძლიეროს კონტროლი საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების მიმართ, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.  ეს ბრძანება შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, შეჩერებისა და აღმოფხვრის მიზნით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, მიიღებს შესაბამის ზომებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ამ სისტემის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს ბრძანება განსაზღვრავს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს არალეგალურ, არადეკლარირებული და დაურეგულირებელ  თევზჭერასთან მიმართებაში. 2. ბრძანების მოქმედება ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ იმ თევზსაჭერ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას  საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მიღმა, ღია წყლებში და სხვა სახელმწიფოს საზღვაო წყლებში. 3. სააგენტო უზრუნველყოფს არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი პროდუქტი არ მოხვდეს სავაჭრო მიმოქცევასა და შესაბამის ბაზრებზე. 4. სააგენტო მჭიდრო კოორდინაციაშია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერ გემებთან არსებულ საკითხებთან მიმართებაში. 5. სააგენტო ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მონიტორინგს, ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ ბრძანების შესაბამისად.  6. სააგენტო არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერაში ჩართული გემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე www.mta.gov.ge. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერა – თევზჭერა, რომელიც უკანონოა, არადეკლარირებული და დაურეგულირებელია, კერძოდ, ა.ა) არალეგალური თევზჭერა – თევზსაჭერი გემების მიერ, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ საზღვაო წყლებში განხორციელებული უნებართვო თევზჭერა ან/და სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ საზღვაო წყლებში თევზჭერისათვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა; ა.ბ) არადეკლარირებული თევზჭერა – თევზჭერა, რომელიც არ არის დეკლარირებული ან დეკლარირებულია დადგენილი წესების დარღვევით; ა.გ) დაურეგულირებელი თევზჭერა – თევზჭერა, რომელიც ხორციელდება, დროშის გარეშე თევზსაჭერი გემების მიერ, ან იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელიც არ არის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი, ისე, რომ, არ შეესაბამება ან არღვევს ამ ორგანიზაციის კონსერვაციისასა და მართვის ქმედებებს; ბ) თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახის საზღვაო რეწვისთვის. რეწვის იარაღი არის თევზსაჭერი გემის განუყოფელი ნაწილი; გ) ტრანსპორტირება – ნიშნავს ყველა სახით თევზის პროდუქტის გადატვირთვას სხვა გემზე; დ) რეგიონალური თევზჭერის მართვის ორგანიზაცია (RFMO) (შემდეგში რეგიონალური ორგანიზაცია) – საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღიარებული სუბრეგიონალური ან რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული საზღვაო რესურსების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებების გატარებას. მუხლი 3🔗. თევზსაჭერი გემები რომლებიც ჩართულია IUU თევზჭერაში 1. თევზსაჭერი გემი, არალეგალურ, არადეკლარირებულ ან/და დაურეგულირებელ თევზჭერაში ჩართულად ითვლება/მიიჩნევა თუ: ა) ახორციელებს თევზჭერას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ან არღვევს ლიცენზიის პირობებს, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანიზაციის/ორგანოს მიერ; ან/და ბ) იყენებს აკრძალულ თევზჭერის იარაღს;ან/და გ) არღვევს თევზის პროდუქტის ტრანსპორტირებისა და გადატვირთვის წესებს; ან/და დ) ახოციელებს თევზჭერას განსაზღვრული კვოტის, ლიმიტის ან სხვა ხარისხობრივი (მინიმალური სარეწაო სიგრძე და სხვა)  შეზღუდვების გარეშე; ან/და ე) ახორციელებს თევზჭერას აკრძალულ ადგილსა და დროს. მუხლი 4🔗. თევზსაჭერი გემის ვალდებულებები: 1. თევზსაჭერი გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირდეს საქართველოს დროშის ქვეშ, ვალდებულია რეგისტრაციამდე სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გემთმფლობელის/გემის მიმართ  გაცემული თევზჭერის ლიცენზია სახელმწიფო და ინგლისურ ენაზე, ასევე მანამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზია, არსებობის შემთხვევაში; ბ) თევზჭერის განხორციელების  რეგიონი, რაიონი, ფარგლები; გ) თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები; დ) ნებადართული  თევზის სახეობების შესახებ; ე) თევზჭერის იარაღისა და აღჭურვილობის შესახებ; ვ) იმ ნავსადგურის შესახებ, სადაც ახორციელებს თევზის გადმოტვირთვას; ზ) მომავალში დაგეგმილი თევზის გადატვირთვის ადგილის შესახებ. 2. თევზსაჭერი გემი ვალდებულია, თევზჭერის რეალურ დროში კონტროლის მიზნით, გემზე დაამონტაჟოს გემების მონიტორინგის სისტემა (VMS)  და აღჭურვილი იყოს ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით (AIS), ასევე აწარმოოს  ელექტრონული სარეწაო ჟურნალი. 3. სააგენტო უზრუნველყოფს თევზსაჭერი გემების ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) მონაცემების კონტროლს კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 4. ელექტრონული სარეწაო ჟურნალი არის თევზჭერის პროცესის, თევზის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი  დოკუმენტი. 5. თევზსაჭერი გემის მფლობელი  ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს,  განვლილი კვარტალის განმავლობაში, განხორციელებული თევზჭერის შესახებ ინფორმაცია  ელექტრონული სარეწაო ჟურნალის შესაბამისად. 6. თევზსაჭერი გემის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს, განვლილი კვარტალის განმავლობაში,  განხორციელებული თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაცია სატვირთო ჟურნალის შესაბამისად. 7. თევზსაჭერი გემი ვალდებულია, თევზჭერის მიზნით, გემის ნავსადგურიდან გასვლისას მის ნავსადგურში დაბრუნებამდე, უზრუნველყოს უწყვეტი ვიდეო გადაღება. კამერა გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი თევზჭრის პროცესის უწყვეტი კონტროლი. 8. თევზსაჭერ გემს ეკრძალება ვიდეოგადაღების გარეშე წყალში თევზსაჭერი სარეწაო ბადე-იარაღის, აპატარის ჩაშვება, წყლიდან ამოღება ან თევზჭერასთან დაკავშირებული რაიმე სხვა ქმედების განხორციელება. მუხლი 5🔗. სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტო უფლებამოსილია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემებს; ბ) რეგიონალური ორგანიზაციისგან ან/და სხვა სახელმწიფოსგან მოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების  შესახებ; გ) უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერაში ჩართულ გემებთან დაკავშირებით; დ) საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, მოახდინოს გემის რეგისტრაციიდან მოხსნა/შეწყვეტა, მოახდინოს გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან წაშლა ან უარი თქვას გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაზე; ე) გემის საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდე, გამოითხოვოს წინა დროშის სახელმწიფოსგან ინფორმაცია გემის რეგისტრაციიდან წაშლის მიზეზებზე; ვ) ყოველწლიური დამოწმების მოწმობის გაცემამდე  სააგენტო ამოწმებს  თევზსაჭერი გემის არალეგალურ, არადეკლარირებული და დაურეგულირებელ თევზჭერაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციას. მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნებისა და თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.