კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330210319002808862
№2/622-19
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე
(ამონაწერი კრედიტორთა სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2019 წლის 6 მაისს, 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, მომრიგებელი საბჭოს არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №42).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე