სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისსააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1 52/ო
2019წლის 16 აპრილი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების (დანართი № 1) შესაბამისად , ვბრძანებ:
1 . გაიცეს შპს „თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრზე“(ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 234) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ” დირექტორის ი. ჯიქიას განცხადებები: №30013, 04.03.2019 წ.; №31714 06.03.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ლნ 317-41, 11.04.2019წ. ზეპირი მოსმენის ოქმი № 12 16.04.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი