დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი გოგიჩაიშვილი
დანართი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები
1.
ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ;
2.
პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ;
3.
ორგანიზაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;
4.
ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის.
მუხლი 3.
საწვავის (ბენზინი/დიზელი/გაზი) გაცემა
1.
პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2.
სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით.
3.
საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.
4.
საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.
მუხლი 4.
საწვავის (ბენზინი/დიზელი/გაზი) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2019.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“?
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.04.2019. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.139.016338.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.05.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ“, №80, 25.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016338 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4550020/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია