ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინმოვლის პროგრამაში პირთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2019 წლის 30 აპრილი ქ. ტყიბული |
|
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შინმოვლის პროგრამის ბენეფიციართა შერჩევის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და პროგრამით დაკმაყოფილების პირობებს, მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) შინმოვლის პროგრამა – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, წინამდებარე შერჩევის წესით განსაზღვრულ მოქალაქეებს;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს შინმოვლის პროგრამის მომსახურებით;
გ) მერია – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შინმოვლის პროგრამის ფუნქციონირებას;
დ) რეგისტრაცია –მოქალაქეების აღრიცხვა ბენეფიციარად;
ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით;
ვ) სტრუქტურული ერთეული – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით.
2. შინმოვლის პროგრამაში ჩართულ პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:
ა) განმცხადებლის მხრიდან პროგრამის მიღების მიზნით მოწოდებულია არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს შინმოვლის პროგრამაში ჩართულ პირად რეგისტრაციის უზრუნველყოფის საფუძველს;
ბ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
გ) პროგრამაში ჩართვის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში;
დ) პროგრამაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში.
3. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში პროგრამაში ჩართვის მაძიებელი პირის მიერ განმეორებითი მიმართვა განიხილება 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები). კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
3. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
4. კომისია დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიის თვამჯდომარე პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. იგი ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. კომისია უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს.
7. კომისიის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
8. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
9. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
10. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.
11. კომისიის სხდომას წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
12. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და შინმოვლის პროგრამათ მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
13. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
14. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.
15. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.
16. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
17. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული შინმოვლის პროგრამაში ჩართულ პირების პროგრამით უზრუნველყოფის შემდეგ, უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და შინმოვლის პროგრამით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).
2. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოკვლევის განხორციელებას შინმოვლის პროგრამაში ჩართულ პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, მოიძიებენ დამატებითი ინფორმაციას და წარუდგინენ კომისიას.
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:
ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 30 001-ზე ნაკლები – 10 ქულა;
ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 30 001-დან 65 001-ის ჩათვლით – 7 ქულა; ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით – 5 ქულა.
ბ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები:
ბ.ა) მუდმივად მწოლიარე – 10 ქულა;
ბ.ბ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება – 7 ქულა;
ბ.გ) ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული – 7 ქულა;
ბ.დ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული – 5 ქულა;
გ) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები:
გ.ა) მკვეთრად გამოხატული – 10 ქულა;
გ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული – 7 ქულა; გ.გ) ზომიერად გამოხატული – 5 ქულა.
დ) ოჯახის წევრთა რაოდენობა:
დ.ა) პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო - 10 ქულა;
დ.ბ) ოჯახი შედგება საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან – 7 ქულა;
დ.გ) ოჯახი შედგება ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან 5 ქულა;
ე) საცხოვრისის მდგომარეობა:
საცხოვრისის მდგომარეობის შეფასება მოხდება კომისიის მიერ (უძრავი და მოძრავი ქონების ოდენობა, მდგომარეობა) და მიენიჭება მაქსიმუმ 10 ქულა, დაზიანებისა და მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.
ვ) ოჯახის შემოსავალი:
ვ.ა) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება – 10 ქულა;
ვ.ბ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ოჯახს ენიჭება – 7ქულა;
ვ.გ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ტოლი ან მეტია ოჯახს ენიჭება – 0 ქულა.
2. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას პროგრამით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას.
3. პროგრამით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.
ა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ პროგრამაში ჩართული პირისათვის სხვა, პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში.
ა) ბენეფიციარის ან/და მისი მინდობილი პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ზ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ.ა) ბენეფიციარის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, (ფორმა
№IV – 100/ა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).