მოვალე შპს ,,ლაველლოს” გადახდისუუნარობის საქმეზე მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად მირიან პეტრიაშვილის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20996-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 330210318002541171 (2/20996-18)

განჩინება

საქართველოს სახელით

2019 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

კრედიტორი სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი სალომე გულოშვილი, ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე შპს „ლაველლო“

წარმომადგენელი ინგა თხილავა

მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნა

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 28 მარტს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხი. წარმოდგენილი კანდიდატებიდან საბჭოს მეორე წევრად დაინიშნა ნანა პერტაია, რაც შეეხება საბჭოს მესამე წევრის არჩევის საკითხს, წარმოდგენილ იქნა მირიან პეტრიაშვილის კანდიდატურა. რადგან მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით და კრებას არ ესწრებოდა 19.02.2018 წლის კრებაზე არჩეული საბჭოს პირველი წევრი ფიქრია კოღუაშვილი, საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის საკითხი კრებაზე ვერ გადაწყდა. 2019 წლის 28 მარტის კრედიტორთა კრებაზე საბჭოს არჩეულმა წევრმა ნანა პერტაიამ გამოთქვა თანხმობა მირიან პეტრიაშვილის საბჭოს მესამე წევრად დანიშვნის თაობაზე (იხ.28.03.2019 წლის კრების ოქმი). 2019 წლის 10 აპრილს კი წერილობითი განცხადებით მომართა საბჭოს პირველმა წევრმა, ფიქრია კოღუაშვილმა, რომელმაც თანხმობა გამოთქვა მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად მირიან პეტრიაშვილის დანიშვნის თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მომრიგებელი საბჭო შედგება სამი წევრისგან. მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. თუ მომრიგებლები ვერ შეთანხმდებიან მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე. მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მირიან პეტრიაშვილი წერილობითი თანხმობა მომრიგებელი საბჭოს წევრად დანიშვნის ტაობაზე, ასევე დაფიქსირებული უკვე არჩეული ორი წევრს თანხმობა მისი მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად დანიშვნის თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 32-ე, მე-7, მე-8 მუხლებით, საქართველოს სს კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 1. მოვალე შპს „ლაველლოს“ გადახდისუუნარობის საქმეზე მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად დანიშნულ იქნეს მირიან პეტრიაშვილი (პ/ნ 01008039810).

 2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                 ანა ჩოგოვაძე