შპს „ლაველლოს“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს წევრად ფიქრია კოღუაშვილის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20996-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქმე № 330210318002541171 ( 2 / 20996-18 )

განჩინება

საქართველოს სახელით

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

კრედიტორი სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი სალომე გულოშვილი, ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე შპს „ლაველლო“

წარმომადგენელი ინგა თხილავა

მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

დღის წესრიგი: მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

 

13:13:28: საოქმო განჩინების გამოტანა, მოსამართლე: ანა ჩოგოვაძე

 

მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრად დასახელებული იქნა ფიქრია კოღუაშვილი (პირადი ნომერი: 53001019625).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს მოვალე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

მოვალის მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრად დასახელებულია ფიქრია კოღუაშვილი და კრედიტორთა კრების ოქმში დაფიქსირებულია ფიქრია კოღუაშვილის თანხმობა მომრიგებელი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ.

კრედიტორს ფიქრია კოღუაშვილის მომრიგებელი საბჭოს წევრად დანიშვნასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ.

სასამართლომ იხელმძღვანელა, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

ადგილზე თათბირით

დაადგინა:

 1. დამტკიცდეს შპს „ლაველლოს“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს წევრად ფიქრია კოღუაშვილის (პ/ნ: 53001019625) დანიშვნის შესახებ.

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                                                     ანა ჩოგოვაძე