მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20996-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქმე №330210318002541171 (2/20996-18)

განჩინება

საქართველოს სახელით

2019 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი – სოფიო სუხიტაშვილი

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: სალომე გულოშვილი

მოვალე: შპს „ლაველლო“

წარმომადგენელი: ინგა თხილავა

მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: ქრისტინე კუბლაშვილი

 

დღის წესრიგი: მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა

 

13:18:37: საოქმო განჩინების გამოტანა

მოსამართლე: ანა ჩოგოვაძე

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-27 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მომრიგებელი საბჭო შედგება სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე.

მომრიგებელი საბჭოს წევრად დასახელებულია ნანა პერტაია და კრედიტორთა კრებაზე წარმოდგენილის ნანა პერტაიას თანხმობა მომრიგებელი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ.

რადგან კრედიტორთა კრება ვერ მიიღო გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, სასამართლო მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად ნიშნავს ნანა პერტაიას.

სასამართლომ იხელმძღვანელა, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით

 დაადგინა:

1. მომრიგებელი საბჭოს წევრად დაინიშნოს ნანა პერტაია (პ/ნ 48001027521).

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                         ანა ჩოგოვაძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2019.
როდის იქნა მიღებული „მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“?
„მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 28.03.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/20996-18.
სად არის „მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „მომრიგებელი საბჭოს წევრად ნანა პერტაიას დანიშვნის შესახებ“, №2/20996-18, 28.03.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4555414/