,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2019 წლის 7 მაისი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ამოღებული იქნეს.
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების საფუძვლებსა და წესს.
1. საპატიო წოდება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს წელიწადში ორჯერ: წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს (26 ივნისი) და ზარზმობის დღესასწაულზე (11 ნოემბერი) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.
ა) საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე, ადიგენის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
2. ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი. ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს;
ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.
3. განაცხადის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა დაერთოს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს
5. მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მათ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის:
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები) წარმომადგენლები;
გ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით;
დ) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ე) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოსა და მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ზ) სამუშაო ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
თ) სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას, დასკვნას),რაც აისახება სხდომის ოქმში;
ი) სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
კ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
ლ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს;
მ) გამარჯვებული კანდიდატი დამატებით წარადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული), ორ ფოტოსურათს ზომით ¾; წერილობით თანხმობას;
7. სამუშაო ჯგუფი შედგება 7 (შვიდი) წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. მუნიციპალიტეტის მერი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით.
9. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა (რომლის ფორმასაც შეიმუშავებს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი). საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილ იქნება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.
10. „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „ადიგენის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
11. „ადიგენის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი.
12. პირს შეიძლება ჩამოერთვას ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;
გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.
13. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე.
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემია“ „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებისაგან დამოუკიდებლად, ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში ორჯერ: წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს (26 ივნისი) და ზარზმობის დღესასწაულზე (11 ნოემბერი) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდების მიმნიჭებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ კანდიდატებს საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ადიგენის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.
2. პრემიის ოდენობა განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარით.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდებას ანიჭებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი. „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს;
ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდების მინიჭების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოზე – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ მინიჭების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის:“
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები) წარმომადგენლები;
გ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით;
დ) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ე) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
ვ) სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო ჯილდოს – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიაზე“ წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოსა და მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
ზ) სამუშაო ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვს, მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
თ) სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას, დასკვნას), რაც აისახება სხდომის ოქმში;
ი) სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
კ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
ლ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
6. სამუშაო ჯგუფი შედგება 7 (შვიდი) წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. მუნიციპალიტეტის მერი, საპატიო ჯილდოს – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით.
8. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – „თორნიკე ერისთავის სახელობის პრემიის“ ლაურეატს გადასცემს შესაბამის მოწმობას (რომლის ფორმასაც შეიმუშავებს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი) და ფულად პრემიას.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.