ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.05.2019
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2019 წლის 7 მაისი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, 280010000.35.137.016221).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან (კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად) თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარი
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.
მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ქირურგიული მკურნალობის, ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონალური მკურნალობის, ლაბორატორიული კვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები, სააფთიაქო ხარჯები.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) კოსმეტიკურ პლასტიკურ - ქირურგიულ მომსახურებაზე;
გ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
დ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;
ზ) აყვანილი ექიმის ჰონორარზე;
თ) იაფფასიან მედიკამენტებზე (ღირებულებით 10 ლარამდე);
ი) 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე (ქირურგიული მკურნალობა, ამბულატორიული მკურნალობა, სტაციონალური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა).
მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა
1. 200 ლარამდე მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება (ქირურგიული მკურნალობა, ამბულატორიული მკურნალობა, სტაციონალური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა) დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველი ბენეფიციარს 100%-ით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.
2. ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება:
ა) ბენეფიციარს, რომელიც ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო გამოკვლევისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო გამოკვლევის დაფინანსება განისაზღვროს 40%-დან 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარიდან 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
ბ) ბენეფიციარს, რომელიც ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო გამოკვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს 30%-იდან 40%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 400 (ოთხასი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარისა.
3. მოსახლეობის სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განესაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
გ) ნებისმიერი სხვა დაავადების მქონე ბენეფიციარს, სააფთიაქო მომსახურებისას ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო დაფინანსება განისაზღვროს 40%-დან 50%-ის ოდენობით, არა უმეტეს 800 ლარიდან 1000 (ათასი) ლარისა.
4. მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება.
ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
ბ) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
გ) ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
დ) ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
ე) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
ვ) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 (ერთი ათასორასი) ლარისა.
ზ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისროკვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
თ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისროკვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განესაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
ი) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით და რომლის ღირებულებაც არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განესაზღვროს 40%-ის ოდენობით.
კ) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით და რომლის ღირებულებაც არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 35%-ის ოდენობით.
ლ) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით და რომლის ღირებულებაც აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით.
მ) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარს, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით და რომლის ღირებულებაც აღემატება 1000 (ათასი) ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განესაზღვროს 35%-ის ოდენობით.
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
ო) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
პ) სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
მუხლი 5🔗. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (კალკულაცია, ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 6🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალურ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის მერს.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.
6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. მოსალოდნელი შედეგი
მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.