ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
|
2. პროგრამის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.
4. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);
ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა;
გ) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
დ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა.
ა) ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიართროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირს, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი;
ბ) გულის უკმარისობის III და IV კლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას;
გ) თვალის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს თვალის ინექციას.
2. დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს (ას ორმოცდაათი ათას ერთი), გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ამ მუხლის ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული დაავადების მქონე პირებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, (დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა). „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 400 (ოთხასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 1000 (ერთი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
4. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა, ხოლო „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ამოწურვამდე.
5. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება:
დ.ა) მასზედ, რომ პაციენტი საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს;
დ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს;
ე) ანგარიშფაქტურა ან ინვოისი;
ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში).
2. ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და შესაძენი მედიკამენტები, ასევე უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, არჩეული, აყვანილი ექიმის ჰონორარი.
4. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);
ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით);
ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით);
გ) კორონაროგრაფია/გულის ანგიოგრაფია;
დ) ელასტოგრაფია;
ე) დოპლეროგრაფია/დუპლექსონოგრაფია;
ვ) აორტოგრაფია;
ზ) თვალის ტომოგრაფიული კვლევა.
3. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან:
ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა;
გ) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);
ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩაუტარდა ან ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია:
ა) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარს მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ერთი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე;
ბ) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 3000 (სამი ათასი) ლარს და მეტს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე მოსარგებლე ფინანსდება 1500 (ათას ხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;
გ) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს და მეტს მოსარგებლე ფინანსდება 2500 (ორიათას ხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
3. ქვეპროგრამის რამოდენიმე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა, უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, ესთეტიკური ქირურგიული მომსახურება (ოპერაცია), საკეისრო კვეთა და არჩეული, აყვანილი ექიმის ჰონორარი.
5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);
ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;
ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათას) ლარს გარდა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადებისა მქონე პაციენტებისა – წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დანერგილი ერთიანი ელექტრონული სერვისების მართვის სისტემის საშუალებით საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოძახება.
4. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
5. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
6. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.