სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხანის“
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „დ&ლ სერვისი“ განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.
სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „დ&ლ სერვისი“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „დ&ლ სერვისის“ წარმომადგენელს – არჩილ ხომასურიძეს, მის: ქ. თბილისი, აბო თბილელის №10, ტელ.: 577556699, ელექტრონული მისამართი: akhomasuridze@dls.ge.
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა (ი. მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული. ოფისი №714, 0162, ტელ.: (+995 32) 2225351; ფაქსი (+995 32) 2251560; info@usr.ge.
შპს „დ&ლ სერვისის“ დირექტორი არჩილ ხომასურიძე