ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4074-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან

საქმე №2/4074-19

 2019 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი  

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

განმცხადებელი – შპს „ინტერსტანდარტ-თბილისი“

წარმომადგენელი – ირაკლი გაფრინდაშვილი

მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა – შპს „ინტერსტანდარტ-თბილისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

    დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ინტერსტანდარტ-თბილისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და გაგრძელდეს 2019 წლის 15 მაისს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების შესახებ მეურვის მოხსენება;

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6, სხდომის დარბაზი №46);

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;

4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                        სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი                                                               ანდრო მაღრაძე