შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1335-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1335-20

ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან

 2020 წლის 25 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი – გვანცა გიორგაძე

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“

წარმომადგენელი – სიმონ ტაკაშვილი

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები – ქრისტინე კუბლაშვილი, ირაკლი სამხარაძე

მოთხოვნა –შპს „საქართველოს ლატარიის კომპანის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2020 წლის 26 მარტს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: (i) ხათუნა თავბერიძის, სს „ლიბერთი ბანკის“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; (ii) გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64, სხდომის დარბაზი №61).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

4. განჩინება გამოქვეყნდეს, აგრეთვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, მისი მხარისათვის გადაცემიდან ან გაცნობიდან  5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩვრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე:                ივერი აბაშიძე.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2020.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 25.02.2020. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1335-20.
სად არის „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/1335-20, 25.02.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4814792/