ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან საქმე №2/4074-19 |
|
2019 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
მოსამართლე – სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი – ანდრო მაღრაძე
წარმომადგენელი – ირაკლი გაფრინდაშვილი
მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
მოთხოვნა – შპს „ინტერსტანდარტ-თბილისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ინტერსტანდარტ-თბილისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და გაგრძელდეს 2019 წლის 15 მაისს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების შესახებ მეურვის მოხსენება;
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6, სხდომის დარბაზი №46);
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“?
- „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“ მიღებულია 02.05.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/4074-19.
- სად არის „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „ამონაწერი შპს „ინტერსტანდარტ - თბილისის“ კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან“, №2/4074-19, 02.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556906/