მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2019 წლის 21 მაისი ქ. მარნეული |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით სამსახურის ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევის პრევენცია, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და გამოვლენილ სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სათანადო ღონისძიების გატარება;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების მიმართ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
ე) სამსახურის კომპტენციას მუკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიბებების განხორციელება და გადაწყვეტილების, მათ შორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, პროექტის მომზადება;
ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შემოსულობების ოპტიმიზაცია, კონტროლი და ამ მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა გარემოს დაცვის, და ბუნებათსარგებლობის სფეროში;
თ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა სოფლის მეურნეობაში და ვეტერინარულ-სანიტარიულ სფეროში;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში;
კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში;
ლ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ვაჭრობისა და ფინანსების დარგში;
მ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ნ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსება, ჩაბარება, წარმოება და აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფეტქტინობისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, ეს დებულება და სამსახურის მიზნების მისაღწევად აუცილებელი სხვა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული სამშენებლო საქმიანობის კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოს:
ა) მითითების გაცემა როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის დადგენილი წესით შეჩერება, იმ შემთხვევაში თუ:
ბ.ა) მშენებლობა ან დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე ხორციელდება/განხორციელდა;
ბ.ბ) გამოვლინდა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
ბ.გ) გამოვლინდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
გ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთის ან სამშენებლო ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნა, დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მიზნით;
დ) შემოწმების აქტის შედგენა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
ე) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 55-ე, 552, 553, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 771, 772, 78-ე, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკები რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1191-ე, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1461-ე, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 1561, 159-ე, 1591, 1792-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უზრუნველყოს ღონისძიებების განხორციელება შემდეგი მიმართულებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში:
ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა;
ა.ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე;
ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:
გ.ა) მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა;
გ.ბ) მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება;
გ.გ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;
გ.დ) მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება;
გ.ე) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;
გ.ვ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა;
გ.ზ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
გ.თ) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;
გ.ი) ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა;
გ.კ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება;
გ.ლ) ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;
გ.მ) უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით;
გ.ნ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;
გ.ო) სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება;
გ.პ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება;
გ.ჟ) ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება;
გ.რ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა;
გ.ს) ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა;
გ.ტ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება;
გ.უ) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება;
გ.ფ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა;
გ.ქ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკები რეალიზაციის ნაწილში);
დ) ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში:
ე.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება;
ე.ბ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევა;
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:
ვ.ა) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა;
ვ.ბ) ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა;
ვ.გ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;
ვ.დ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა;
ვ.ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ვ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა;
ვ.ზ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
ვ.თ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში:
ზ.ა) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ზ.ბ) პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა;
ზ.გ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
ზ.დ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);
თ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა.
3. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.
4. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|