სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
2019 წლის 22 მაისი
ქ. ქუთაისი
სს „ქუთაისის რძის კ ომბინატის“ (ს/ნ 212670616) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 მაისი.
დღის წესრიგი:
1. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ 2017-2018 წწ. წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება.
2. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ თანამშრომლებისათვის, მათ შორის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ დირექტორისათვის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.
3. სს „ქუთაისის რძის კომბინატში“, ხელშეკრულების და/ან ბრძანების საფუძველზე ახალი თანამშრომლების აყვანა და მათთვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.
4. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ წესდებაში ცვლილების/ცვლილებების შეტანა.
5. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ.ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-1), საკადასტრო კოდი №03.05.22.428 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-2), საკადასტრო კოდი №03.05.22.429) და მოძრავი ქონების/ქონებების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. მათ შორის, სასაწყობე ფართების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ კუთვნილ ტერიტორიაზე სამაცივრე საწყობების მოწყობა და ამ მიზნით სამაცივრე საწყობის/საწყობების შეძენა; ეზოში სამანქანო და საფეხმავლო გზის მოწყობა, ეზოს მოპირკეთება ქვით, ბეტონით, ასფალტით; საკანალიზაციო, წყლისა და გაზის მილების, ასევე, ელექტროგაყვანილობების შეკეთება, კომუნიკაციის მოწყობა-მოწესრიგება; ახალი დამხარე შენობა-ნეგებობის აშენება.
ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად (მუშა-მოსამსახურეებისათვის გადასახდელი თანხები, მოძრავი ნივთების შესაძენი და სხვა საჭირო ხარჯებისათვის) ფინანსების მოძიება მოხდეს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ან სამუშაოთა სრული ან გარკვეული ნაწილი განხორციელდეს სს „ქუთაისის რძის კომბინატში“ შემოსული თანხებით, და/ან საქართველოს კომერციული ბანკებიდან, საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტის (სესხის) დახმარებით.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16. ტელეფონი 597 222 037. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილოების უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მოსაშვილის 11,VII სართული).
სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქომეთიანი